ქუთაისის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ამანათების დარიგებას აგრძელებს
ქუთაისის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ამანათების დარიგებას აგრძელებს.
„მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი ოჯახების წევრებს დღეს სასურსათო პროდუქტების ნაკრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა.,,ქუთაისის „მადლიერების სახლის“ 800-მდე ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადავეცით. ეს ადამიანები , წლებია „მადლიერების სახლში“ მზრუნველობას და ყურადღებას იღებენ.
საახალწლო სასურსათო ნობათები ტკბილეულობასთან ერთად, გადავეცით ჩვენს ბენეფიციარებს. თითოეულ მათგანზე 2021 წელსაც გავაგრძელებთ ზრუნვას და საჭიროებისამებრ დავეხმარებით.
,,მადლიერების სახლი"-ს ბენეფიციარების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით ვუზრუნველყავით და ადგილზე აიღეს საახალწლო ნობათები.
სიმშვიდის, ჯანმრთელობის და სიკეთის მომტანი იყოს ამ ადამიანებისთვის 2021 წელი,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა