ზვიად შალამბერიძე გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ეგიდით, გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნილი პროგრამის სწორად წარმართვაში და განხორციელებაში ჩაერთო გაეროს განვითარების ფონდი და ამ მიმართულებით სამუშაოს მიმდინარეობას აქტიურად ეცნობა.
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტმა უკვე წარადგინა პროექტები. დაფინანსებას მიიღებენ ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებიც იქნება მოწონებული. იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს გამოყოფილია 9 627 200 ლარი.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
გაეროს განვითარების ფონდი გარდა აღნიშნული პროექტისა, მზად არის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელოს თანამშრომლობა.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა