დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური რადარი ამოქმედდა
ქუთაისთან დამონტაჟებული თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი ამოქმედდა. ფინური წარმოების დანადგარი დასავლეთ საქართველოს სრულად მოიცავს და მეტეოროლოგებს სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით უზრეუნველყოფს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო ქინქლაძე აცხადებს, რომ ტექნოლოგია ამინდის ზემოკლე პროგნოზირების შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ის საშუალებას გვაძლევს ღრუბლებში წყლის დონის იდენტიფიცირება მოხდეს, დავაკვირდეთ ღრუბლის გეოგრაფიულ გადაადგილებას და გავრცელების არეალებს.
შესაბამისად, გვაქვს საშუალება მივიღოთ დროული გადაწყვეტილება საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ.", - განაცხადა მან.
ტექნოლოგიის შეძენა და მონტაჟი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან