"დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა"- იოსებ ხახალეიშვილი
8 თებერვალი წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი მეფის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის ხსოვნას.
„დავითობის“ დღესასწაულს გილოცავთ! დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიადი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები. „დავითობა“ განსაკუთრებული დღეა ქუთაისისთვის, მეფეთმეფის საძვალეც ხომ აქვე გვაქვს - გელათის მონასტერში. დღეს პატივი მივაგეთ დიდი მეფის ხსოვნას , ყვავილებით შევამკეთ აღმაშენებლის ძეგლი. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას გისურვებთ! ვიაროთ დავით აღმაშენებლის გზით!,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, წელს „დავითობა“ ქუთაისში მასშტაბური და ტრადიციული ღონისძიებებით არ აღნიშნულა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან