ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება. ინფორმაციას ავტოსადგურის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. მათი თქმით, ღირებულება სამი ლარით იზრდება და 15 ლარი ხდება.
მძღოლები ფაქტს საწვავის გაძვირებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არსებული თანხით მგზავრობა შეუძლებელია. მგზავრობის გაძვირებას ელოდებიან სხვა ქალაქებში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც.
მათი თქმით, მგზავრობა სავარაუდოდ, არსებულ ღირებულებასთან შედარებით 10-15%-ით მოიმატებს. დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან