დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა.
ქალბატონების - ლილი კერვალიშვილის, ნელი მჭედლიძე-ნიკიტინის და ციალა ჯაილოვას შვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.
"დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებულად დედებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - შვილების სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ამ ქალბატონების შვილების, ჩვენი თანაქალაქელი გმირების ხსოვნას ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მხნეობა მინდა ვუსურვო დედებს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქალაქის მერმა გმირების დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა