ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა
ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა.
კოლეჯის გახსნის ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრების დათვალიერება.
კოლეჯ „იბერიას“ პროფესიული სტუდენტები განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწავლას. აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე.
,,კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტებით აშენებული პროფესიული კოლეჯი შეემატა ამ შემთხვევაში ქუთაისს და იმერეთს. ჩვენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვაშენებთ და რეაბილიტაციას ვუტარებთ პროფესიულ კოლეჯებს. აქედან, ნაწილი წელს და ნაწილი მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში. ჩვენს თანამოქალაქეებს ეძლევა საშუალება სხვადასხვა მიმართულებით მიიღონ უკვე პროფესიული განათლება, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში,“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გრძელდება მნიშვნელოვანი რეფორმები ამ სფეროში, რაც გულისხმობს კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება/რეაბილიტაციას, ახალი კოლეჯების მშენებლობას, მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადებას.
კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"