ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ დღეს გამოიტანა. სამგზავრო შეღავათები სხვა ჯგუფებსაც დაუწესდებათ. სტუდენტების მსგავსად, 50%-იან შეღავათს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებიც მიიღებენ. მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან ქუთაისში რეგისტრირებული შშმ პირები და მათი თანმხლები პირები, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებნი, რომელთა ქულაც 65 ათასს არ აღემატება, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ააიპ,, მადლიერების სახლის'' ბენეფიციარები. რაც შეეხება ახლანდელ სამგზავრო ტარიფს, მისი ღირებულება არ მოიმატებს.
,,სამგზავრო შეღავათები მას შემდეგ დაწესდება, რაც გადახდის ელექტრონულ სისტემას სრულად გავმართავთ და მოხდება გაჩერებების ადაპტირება. საჭიროა ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება, რათ ჩვენს მოქალაქეებს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.დაახლოებით, 15 ივნისიდან გადახდის სიტემა გაიმართება და საშეღავათო სისტემაც დაინერგება. შეღავათები როგორც ქუთაისელ, ასევე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებსაც დაუწესდებათ, რომლებიც ქუთაისის უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ,'' - ამბობს ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა