ქუთაისში ყვავილების გამოფენა - გაყიდვა გაიმართა
ორ მაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშის ყვავილი - როგორც 20-მდე ვარდის ჯიში, ასევე მინდვრის და დეკორატიული ყვავილების მრავალფეროვნება.
"ტრადიციულად ვუერთდებით ღონისძიებას. ყოველ წელს ვმართავთ გამოფენა - გაყიდვას. პანდემიის ფონზე მოსახლეობაც არ გამოვიდა და შემცირებულია აქტივობებიც. დღეს, გამოფენაზე გამოტანილი გვაქვს გვირილები და იასამნები. ორ მაისობასთან დაკავშირებით ვარჩიეთ, რომ ქართული ყვავილები გამოგვეტანა და განსაკუთრებით, სიმბოლურად გვირილები,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში Flowers Lovers - ის ხელმძღვანელმა ნათია გურეშიძემ.
გამოფენაში მონაწილეობას, როგორც ქუთაისის, ასევე, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეყვავილეები იღებდნენ.


სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან