ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება
ქუთაისის მერმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან და იმერეთის ვიცე გუბერნატორ, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა მიუტანა.
სტიქიამ ქუთაისში სულ 200-მდე სახლის სახურავი დააზიანა. ყველა მათგანს გადასახური მასალა გადაეცემა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაღალსართულიან კორპუსებს არა მარტო გადასახური მასალა გადაეცემა, არამედ მთლიანად დაფინანსდება სამონტაჟო სამუშაოებიც, ხოლო კერძო სახლების დაზარალებულ მეპატრონეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მასალები. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. აღნიშნული პროცესი ორ დღეში დასრულდება.
სტიქიამ ქუთაისი ორი დღის წინ მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ დრომდე ქუთაისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება შექმნილია საგანგებო შტაბი.
სიახლეები
- რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, ვის შეიძლება შეეხოს „ქართული FARA“
- მარწყვის ტორტი
- "ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
- “თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება” – პაპუაშვილი
- აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა