ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
„პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესია. ხანდაზმულები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა ეს პროცესი მათთვის უფრო კომფორტული იყოს“, – ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
10 მაისის მონაცემებით, საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა