"რიონის ხეობის მცველებმა" კარავი კიდევ ერთ ლოკაციაზე გაშალეს
კიდევ ერთი კარავი "რიონის ხეობის მცვლებმა" ხეობისკენ მიმავალ გზაზე გაშალეს.
შემოვლითი გზა მწვანეყვავილას ქუჩის ბოლოდან იწყება.ვარლამ გოლეთიანის თქმით, ეს არის ვიწრო და კეთილმოუწყობელი გზა, საიდანაც ტექნიკის შეყვანას "ენკა" ვერ შეძლებს, თუმცა მსუბუქ ავტომანქანებს გავლა თავისუფლად შეუძლიათ.
როგორც გოლეთიანი ამბობს, ახალ ლოკაციაზე მორიგეობის სურვილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოთქვეს და კარავიც საკუთარი ძალებით გაშალეს.
ამ ეტაპზე კარავი სამ ლოკაციაზეა გაშლილი - გუმათჰესთან, კომპანია "ენკას" ოფისთან და ახალ ადგილას, მწვანეყვავილას ქუჩის დასასრულს.
"რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანისკენ "ენკას" მძიმე ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი