სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია
სოფელ გუმათში, "გუმათჰესთან", სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.
როგორც ადგილზე აცხადებენ, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ნამახვანისკენ წასვლა ტყის ბილიკებით სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
"სადმე არ ვიჭრებით, არაფერს ვაზიანებთ", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კიდევ ერთი კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს. ჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანეყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც ხეობაში კომპანიის თანამშრომლები შედიოდნენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი