ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
სხდომათა დარბაზიდან გამოსული ადვოკატის,დალი სულაქველიძის თქმით, ბრალდებულები 173-ე მუხლით, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, გაამართლეს, ხოლო 166-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს, მათ მოსამართლემ შენიშვნა მისცა, რის გასაჩივრებასაც ადვოკატი გეგმავს.
8 დაკავებულს სასამართლოსთან მხარდამჭერები ელოდნენ, რომლებიც მიმდებარე ტეტიტორიაზე აქციას მართავდნენ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი