ამ გვერდის ამობედვა

ქედს ვიხრი საქართველოში გაბნეული დევნილების მოთმინებისა და გამბედაობის წინაშე - ნანული რამიშვილი

2000 წლის 4 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 55/76 რეზოლუციის მიხედვით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად გადაწყვეტილება მიიღო.

ეს თარიღი დაფუძნებულია მათ პატივსაცემად, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, რადგანაც მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა კონფლიქტის და დევნის გამო.

 

20 ივნისს, ქუთაისში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის იყო:

 

კულტურულ - ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ინიციატივის ავტორი), პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, მეწარმე ქალთა ფონდი, მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია და „აფხაზინტერკონტი“.

 

ღონისძიების მთავარი სლოგანი იყო - „აფხაზეთიდან - აფხაზეთამდე“.  

 

ღონისძიების ფარგლებში ყველა მონაწილე ორგანიზაციამ წარმოადგინა გამოფენა - შედეგი იმ პროცესებისა, რომლის ინიციატორები და შემსრულებლები იყვნენ.

 

ამით, ორგანიზაციებმა ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი. ყოველ 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეს, ქუთაისის ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან.

 

uu203123829 159798752856246 6902268669060200477 n

დევნილთა საერთაშორისო დღეს FirstNews.ge-თან საუბარში ა/ო პედაგოგთა კავშირის „განათლება და სამყაროს“ თავმჯდომარე ნანული რამიშვილი გამოეხმაურა.

 

„მსოფლიოს დევნილებსა და ლტოლვილებს სოლიდარობას ვუცხადებთ.მე, როგორც ერთ-ერთი დევნილი ქედს ვიხრი საქართველოში გაბნეული დევნილების  მოთმინების, გამბედაობისა  და სულის სიმტკიცის წინაშე, რამაც, ომის შემდგომ ტანჯვა- წამებისა და დანაკარგის მიუხედავად.  ცხოვრება ახლებურად დააწყებინა.  ომი დევნილებს ახალ  შესაძლებლობებს სთავაზობს ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის. იბრძვიან სოციალური ტრანსფორმაციის პოტენციალის დასადასტურებლად. მშვიდობის მშენებლობაში განსაკუთრებით დიდია  პედაგოგების პოტენციალი. მშვიდობას მაშინ უფრო კარგად აფასებ, როდესაც მას კარგავ, სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი საინფორმციო-საგანმანათლებლო კამპანია სამშვიდობო მესიჯები... ხელოვნება და კულტურა მშვიდობისათვის, წარმოგიდგენთ პედაგოგების მხატვრულ-ლიტერატურულ კომპოზიციას," - განაცხადა ჩვენთან საუბარში ნანული რამიშვილმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არა მარტო დევნილმა, არამედ ადგილობრივმა საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლებმა.

 

555555203342510 823002405014498 4144264391218946221 n

წაკითხვა 755 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2021

სიახლეები