დღეს, ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ მდუმარე აქცია გაიმართება
დღეს, 19 საათზე ქუთაისში,მესხიშვილის თეატრის წინ მდუმარე აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები მწუხარებას გამოხატავენ ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს, ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, "თბილისი პრაიდის"მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს.მას ოპერაციაც გაუკეთდა. გარდაცვლილი დედამ სახლში,დილით ადრე იპოვა.
დღევანდელი აქციის მიზანია,კიდევ ერთხელ ვთქვათ "არა ძალადობას" .ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალაქის და მათ შორის ჟურნალისტის სიცოცხლე და უსაფრთხოება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან