"ლექSOSთვის"- ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს
"ლექSOSთვის"- დღეს, ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეიკრიბნენ და "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პროტესტს გამოთქვამენ.
აქცია სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. დღესვე, ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.
,,დღეს შევიკრიბეთ ლექსოსთვის, მაგრამ პირველ რიგში, შევიკრიბეთ მაინც ჩვენთვის. ხელისუფლება ჟურნალისტებს ტერორს უწყობს და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. ეს უნდა იყოს არამარტო ჟურნალისტების ბრძოლა, არამედ ჩვენი მოქალაქეებისაც,’’- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში "ფორმულას" ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარი სახლში გარდაცვლილი ნახეს. "ტვ პირველის" ოპერატორს დღეს კრძალავენ.

სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა