ჟურნალისტებმა ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოფინეს
მედიის წარმომადგენლებმა "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში გამოფინეს.
აქცია-პერფორმანსი შეხვედრის ფონზე უნდა გამართულიყო. ქუთაისის მერიის შენობაში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ელოდებოდნენ. ის ქუთაისის მერს უნდა შეხვედროდა და მემორანდუმი გაეფორმებინათ, თუმცა, მერიის თეთრს დარბაზში არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.
"11 საათზე უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, აღნიშნულის შესახებ, ბუნებრივია, ვიცოდით. დარბაზში ყველაფერი მზად ჰქონდათ. სავარაუდოდ, ინფორმაციამ გაჟონა. მინისტრმა შეიტყო, რომ პერფორმანსის ჩატარება გვსურდა და სხდომათა დარბაზში არც მერი და არც მინისტრი აღარ შემოსულან,"-განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ.
"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს გამართულ აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. .
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან