ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 44-ე სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 44-ე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად დეპუტატებმა იმსჯელეს "ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცების შესახებ" დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (საიდენტიფიკაციო N212917183) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით (პირობებით) გასხვისების თაობაზე.
"ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ქუთაისის მერია "ქუთაისის ტორპედოს", საკუთარ 100% წილს ყიდის, გამოაქვს აუქციონზე. ის ვინ შეიძენს, ექნება გარკვეული პირობები. ის გააკეთებს ყველაფერს, რომ "ქუთაისის ტორპედომ" დაიბრუნოს ის სიმაღლეები, რაც ადრე ჰქონდა. ეს, რა თქმა უნდა, გულშემატკივარსაც გაახარებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს გადაწყდა," - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ Firstnews.ge-თან საუბარში.
დღესვე, მიღებული გადაწყვეტილებით „ახალი კორონავირუსის (,,COVID-19”) გავრცელების გამო, 2021 წლის 3 მაისიდან 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ ქუთაისში M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და 2021 წლის პირველ ივლისამდე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების გადახდისათვის საშეღავათო პერიოდი.
დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"