"ველოდებით, რომ გუნდს ეყოლება ღირსეული მეპატრონე"- იოსებ ხახალეიშვილი "ქუთაისის ტორპედოზე"
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 44-ე სხდომა გამართა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისების თაობაზე.
აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტებთან საუბარში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გამოეხმაურა:
"შეხვედრაზე გავიდა "ქუთაისის ტორპედოს" გასხვისების საკითხი, რომელიც იქნება ელექტრონული, ღია აუქციონით. ყველას მიეცემა საშუალება, რომ შევიდეს, დაათვალიეროს პირობები, გამოგვიგზავნოს კითხვები და ვუპასუხოთ. გამჭვირვალე პროცესი იქნება და ყველას შეეძლება ინფორმაციის მიღება. ჩვენ ველოდებით, რომ გუნდს ეყოლება ღირსეული, წარმატებული მეპატრონე. ჩვენი ინტერესი არაა ფინანსები, არამედ თვითონ გუნდი და ბრენდია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინვესტორის მოსვლა იყოს წარმატებული. დაინტერესებული პირებისთვის ყველა დოკუმენტაცია იქნება ატვირთული და შეეძლებათ ონლაინ გაეცნონ. სამწუხაროდ, წინასწარ ვერავის ინფორმაციას ვერ მივცემთ, ყველა პოტენციური ინვესტორი უნდა იყოს ერთნაირ მოცემულობაში,"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა