სენაკში თავდაცვის ძალების მარათონი გაიმართა
სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა.
გარბენი მრავალეროვნული სწავლების ნაწილია, რომელიც მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.
თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზიდან ქალაქ სენაკის ცენტრამდე გაირბინა. სწავლების ხელმძღვანელებმა ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ცენტრალურ პარკში მდებარე ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი