ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი”, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის გ.ს.-ს მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 300.79 გრამი გამოავლინეს. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ტვირთის გადასაზიდი ურიკის სახელურებსა და ფეხსაცმელების ჩასაფენებში მალულად ჰქონდა მოთავსებული.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები (საერთო წონით 216.03 გრამი), გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ქუთაისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა მილანი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქის ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 28 984 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
- ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა