ქუთაისში სუპერმარკეტი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, გაქურდეს
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ, მაღაზიათა ქსელ “დეილის” ფილიალი გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია პროდუქტი.
არსებული ინფორმაციით, ფილიალი დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა მფლობელებს დილით მინები ჩამსხვრეული დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება 177 ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან