ქუთაისში საკარანტინე და კოვიდ სასტუმროების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში საკარანტინე და კოვიდ სასტუმროების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დღევანდელ ღონისძიებაზე იმერეთში, გურიასა და რაჭაში მოქმედი, ის სასტუმროები და კვების ობიექტები დაჯილდოვდნენ, რომლებიც COVID-19-ის მართვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და გაწეული საქმიანობისთვის კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
გუბერნატორმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაულთან ერთად, საკარანტინე პროექტში ჩართული 30-მდე განთავსების ობიექტი დააჯილდოვა.
პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის მარტიდან 250-მდე სასტუმრო იყო ჩართული. სასტუმროებსა და სატრანსპორტო კომპანიებში 5000-მდე ადამიანი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში კი 180,000-მდე ადამიანს გაეწია მომსახურება.
სასტუმროების წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან