ქუთაისის მერია ბათუმის დახმარების ფონდს თანხას გადაურიცხავს
ქუთაისის მერია, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
მერიის განცხადებით, ოქტომბრის თვეში დაგეგმილ კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხა - 35 000 ლარი ბათუმის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
"ვიზიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც ბათუმი და სრულიად საქართველო განიცდის.
სოლიდარობის ნიშნად, ქუთაისის მერია ოქტომბერში დაგეგმილ 4 კულტურულ ღონისძიებას აუქმებს.
თანხა, რომელიც ამ აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება,"- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა