ამ გვერდის ამობედვა

მერაბ კოსტავას პოლიტიკა სიყვარულიდან იწყებოდა - იოსებ ხახალეიშვილი

საქართველოს ეროვნული გმირის -მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა პარტიის სხვა წევრებთან ერთად მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მისი ძეგლი გვირგვინით შეამკო.

„მერის პოზიციაზე ყოფნისას, მოკლე დროში შევძელით ძალიან ბევრი სკვერის და პარკის გაკეთება, მწვანე სივრცეების შექმნა. მაგრამ მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის მოწესრიგებაა, სადაც მისი პორტრეტი და ლექსია მისივე კალიგრაფიით შესრულებული.

 


როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, მერაბ კოსტავას პოლიტიკა სიყვარულიდან იწყებოდა.

 


ქართული მიწის, ქართველი ხახლის, ქართული სიტყვის, ქართული სიმღერისა და მუსიკის სიყვარულით იყო ნასაზრდოები მერაბ კოსტავას პოლიტიკა და სწორედ ამიტომ იყო გამორჩეული პოლიტიკოსი“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

წაკითხვა 359 ჯერ

სიახლეები