დღეს ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება
დღეს, ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტომბერს აღინიშნება.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა