„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს. პარტიის წევრებმა #59-ე საოლქო კომისიაში აღნიშნული მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
მათი თქმით, არჩევნებმა დარღვევების და დაშინების ფონზე ჩაიარა, ის რეალურად არ ასახავს მოქალაქეთა არჩევანს, ამიტომ მოითხოვენ, ყველა უბნის შედეგების გაუქმებას.
მათი თქმით, ისინი ყველა სამართლიანი მეთოდებით შეეცდებიან ყველა ხმების დაცვას.
„არჩევნები არ ასახავს მოქალაქეთა რეალურ ნებას, ყველამ ვნახეთ, ხდებოდა მოსყიდვა, დაშინება და იყო არაერთი დარღვევა, ამაზე მიუთითებნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ამიტომ მივმართავთ საოლქოს, მოხდეს შედეგების გაბათილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ყველა სამართლებრივ მეთოდს გამოვიყენებთ და იქნება პროტესტი", - განაცხადეს პარტიის წარმომადგენლებმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან