სოფელ ვერტყვიჭალაში დაშავებული 10 ადამიანიდან 3 კლინიკიდან გაწერეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში მივიდა და ხარაგაულში დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ადამიანები მოინახულა.
ზესტაფონში ,,ჯეო ჰოსპიტალსი"-ს საავადმყოფოში მკურნალობას ამ ეტაპზე 2 პირი გადის, 3-ს პირველადი დახმარება გაეწია და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. 2 პაციენტი კი დამატებითი კვლევებისთვის ქუთაისში გადაიყვანეს.
ასევე სტაბილურია სხვა კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სოფელ ვერტყვიჭალაში, დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის 7 არის საქართველოს, 3 კი ჩინეთის მოქალაქე.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი