ამ გვერდის ამობედვა

14-16 აგვისტოს ქუთაისი საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ "ილოს" უმასპინძლებს

14-16 აგვისტოს ქუთაისი საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ "ილოს" უმასპინძლებს.

ფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორი -კომპანია „ოქროს პეპელა“.

 

ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში,  საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; კულტურათა შორის დიალოგის გზით, დარგის ტენდეციებისა და ინოვაციების გაცნობა - წარმოჩენა; ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და  ღვაწლისადმი პატივის მიგება. 

 

ღონისძიება ჩატარდება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“

 

ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია: 

ფესტივალის საზეიმო გახსნა და ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო; 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში; 

საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი ( ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები); 

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

 

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

წაკითხვა 234 ჯერ