იოსებ ხახალეიშვილი, იუზა უგულავა და ირაკლი შენგელია სოციალური საცხოვრისის ბენეფიაციარებს შეხვდნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სოციალური საცხოვრისის ბენეფიაციარებს შეხვდნენ.
ნიკეას #40-ში მდებარე სოციალური საცხოვრისის შენობის სახურავს, რომელიც სტიქიის შედეგად იყო დაზიანებული, უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
„ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს შევხვდით. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის პრობლემები, რაც მათ აწუხებს. აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხებზე და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებებიც გვაქვს გატარებული.
საცხოვრისის შენობას უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეკეთდა სახურავი.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შევთანხმდით, რომ ახლა იმ დაზიანებებსაც მოვაგვარებთ, რაც ამ ეტაპზე აქვთ შენობის შიდა სივრცეში.
პარალელურად, შენობაში არსებული სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე, მათ შორის, აქტიურად განიხილება საცხოვრისის ახალ შენობაში განთავსებაც.
საცხოვრისში მცხოვრებ მოქალაქეებს მივაწოდეთ კონკრეტული და სანდო ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და აქტიურ კომუნიკაციაზე შევთანხმდით,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან