ქუთაისში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა ერთდროულად მიმდინარეობს
ქუთაისში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა ერთდროულად მიმდინარეობს.
შოთა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის ე.წ. „კუნძულებისა“ და გამყოფი ზოლის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს არსებულ კუნძულების განახლებას როგორც ტექნიკურად, ასევე დენდროლოგიური კუთხითაც. ირგვება ზეთისხილის, ბზის, ეონიმუსის, მაგნოლიას და ფოტინიას დეკორატიული ნარგავები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები.
დაწყებულია რუსთაველის გამზირის №102 -104 -ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. განახლდება შენობის კარ-ფანჯარა, აივნები, წყალსაწრეტი მილები, შენარჩუნდება დეკორატიული კარნიზები და თაღები.
ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. მთლიანად შეიცვლება გზის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარი, სანიაღვრე სისტემა და ეზოებთან მისასვლელები.
ილია ჭავჭავაძის გამზირზე , ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული ფილის საფარით , მთელ სიგრძეზე მოეწყობა ლითონის მოაჯირი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტორტუარის იზოლირება სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბორდიურების მოწყობასა და საპარკინგე ზონების რეაბილიტაციას. ტროტუარებზე უზრუნველყოფილ იქნება შშმ პირთა გადაადგილება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს "ნინოშვილის სკვერში”. პროექტით გათვალისწინებულია სკვერის სრული განახლება. შეიცვლება საფეხმავლო ბილიკების საფარი, მოეწყობა ველობილიკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს, განახლდება განათების და სარწყავი სისტემები, სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, გამწვანება. განთავსდება ძელსკამები და ურნები. სკვერში შესაძლებელი იქნება უსადენო ინტერნეტკავშირით სარგებლობა. განთავსდება ვიდეოკამერებიც.
ქუთაისის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, განახლდება შენობის ფასადი, კარ-ფანჯარა, გადახურვა, ინტერიერი, შეიცვლება განათების და გათბობის სისტემა.
ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რგპფ და სრიგპ ფონდების მიერ.
სიახლეები
- "ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი
- 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 იანვრისთვის
- "ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი
- "ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა"