ქუთაისში ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო
ქუთაისში, ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გამწვანების აქცია მოეწყო.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად, დეკორატიული მცენარეები დარგო დავით ხახალეიშვილის ქუჩაზე და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ეზოში. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს უკვე არსებული ზრდასრული ხე-მცენარეების საგაზაფხულო მოვლის სამუშაოები, სკვერებისა და პარკების განახლება.
„მსოფლიო 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეს გაეროს გადაწყვეტილებით 1971 წლიდან აღნიშნავს. ჩვენ ყოველწლიურად , სხვადასხვა აქციებით ვუერთდებით ამ დღის აღნიშვნას.
წელს, ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე ადგილას მოვაწყვეთ გამწვანების აქცია, დავრგეთ 100 ძირი ჰიმალაის კედარი. ახლა მთავარია, გავახაროთ და მოვუაროთ ყველა ამ ნერგს, რათა ქუთაისში რაც შეიძლება ბევრი მწვანე ნარგავი, სარეკრეაციო ზონა და შესაბამისად, ჯანსაღი გარემო გვქონდეს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან