"38 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადავეცით, თუმცა ქალაქში გაცილებით მეტი წარჩინებული მოსწავლეა"
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა 38 წარმატებულ ქუთაისელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში შეკრებილ მოსწავლეებს იოსებ ხახალეიშვილმა მიღწეული წარმატებები მიულოცა, მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდების წარმატებებში.
„სასიხარულო და საამაყოა, რომ ამდენი წარმატებული მოსწავლე გვყავს ქუთაისში. მათ თავიანთი მაღალი აკადემიური შედეგებით და აქტიურობით დაიმსახურეს ეს ჯილდო.
38 მოსწავლეს გადავეცით დღეს პერსონალური კომპიუტერი, თუმცა ქალაქში გაცილებით მეტი წარჩინებული მოსწავლეა, რომლებმაც უკვე მიიღეს ან ამ დღეებში მიიღებენ კომპიუტერებს.
მჯერა, ეს ჯილდო მათი კიდევ უფრო წარმატებული მომავლის საწინდარი იქნება,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ.
სიახლეები
- 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
- კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთრისთვის
- ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი