"მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია

საქართველოში ​არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის, ეს საქმე პირველი იქნება, დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლება დაემხოს, რადგან არჩევნებით ეს გამორიცხულია.

„დიქტატურაში ვცხოვრობთ. არჩევნებით გამორიცხულია. ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება. ადამიანებს ეშინიათ ციხის, შეურაცხყოფის, რომელსაც რეჟიმის მხრიდან მიიღებენ, ამიტომ არ საუბრობენ პოლიტიკური აქტორები დამხობაზე. ვიღაცები ამბობენ, არჩევნების გზით ხელისუფლებას შევცვლითო, თავს იტყუებენ და ივანიშვილს ატყუებენ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ივანიშვილი დავამხოთ. დარწმუნებული ვარ, გადასცემთ. არსებით განხილვაზე განაჩენსაც გამოიტანთ. ჩემი საუბრის მთავარი მოტივი არაა სასამართლოს დარწმუნება“, – განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას 27 მარტს ბრალდება წარუდგინა. ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაკითხვა 76 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.