ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100-ლარიანი ვაუჩერები დარიგდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100- ლარიანი ვაუჩერები დარიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს პირველად, ტრადიციული ნობათის ნაცვლად, მოქალაქეებმა სააღდგომოდ 100 - ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.
„ვაუჩერის გამოყენება 1 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი და შესაძენ პროდუქციას ბენეფიციარები თავად შეარჩევენ. ქუთაისის მერიამ ვაუჩერები 3850 ადამიანს გადასცა. ვაუჩერები გადაეცა ქუთაისში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან