ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-18 სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-18 სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
წარმოდგენილი საკითხების მიხედვით ცვლილება შევიდა 2021 წლის 17 მარტის 359-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.
ცვლილება შევიდა 2023 წლის 29 მარტის N177-ე განკარგულებაში , რომელიც საპრივატიზაციო ობიექტების დამტკიცებას ითვალისწინებს.
საკრებულოს მიერ სხდომაზე მიღებული იქნა გარე რეკლამის განთავსების წესი, ასევე მოხდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების იჯარის ფორმით გასხვისება, რომლიც ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებას ითვალისწინებს.
სიახლეები
- პროკურატურამ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
- "30 წელი თუ ვერ შეიცნეს ქართველი ხალხის ხასიათი, ახლა კარგად დაფიქრდნენ, მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ - უმცროსი"
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 70-ზე მეტ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
- "ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს" - ვიქტორ ორბანი
- "ათი წელი ქვეყანა რომ არ მოასვენეს სააკაშვილით, სად არიან ახლა? რატომ არიან ჩუმად" - შალვა პაპუაშვილი