"ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს" - ვიქტორ ორბანი
ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რაც ახლა ვაშინგტონში და ბრიუსელში, უფრო მეტად ბრიუსელში ხდება, არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ატმოსფეროს შექმნა, რასაც თამამად შეიძლება, ეწოდოს ევროპის ომისთვის მომზადება.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, თვეების განმავლობაში ეცნობოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების მზადების ისტორიას და მსგავსებები დღევანდელ პერიოდთან შემაშფოთებელია. მისივე თქმით, რუსეთის საფრთხეზე მითითებები ომისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ზე თავდასხმის შესაძლებლობა მცირეა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაჩერდებოდა თუ არა რუსეთი უკრაინის დამარცხების შემთხვევაში? რუსეთის არმია უკრაინელებთან სერიოზულ, რთულ ომს აწარმოებს, მათი დამარცხება ვერ შეძლო. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინელების ერთბაშად დამარცხებისთვის, უკვე დაამარცხებდნენ მათ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ნატო-ს სიძლიერე უკრაინის სიძლიერეს არც შეედრება. ის ასჯერ, შესაძლოა ათასჯერ დიდია, ამიტომ არ მგონია, ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინასაც კი ვერ უმკლავდება, უცებ შემოვიდეს და მთელი დასავლური სამყარო გადაყლაპოს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი