ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს, ბინები გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს, ბინებს გადასცემს.
საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში.
2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი, იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება