უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა. დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზა დატბორა, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და მოსახლეობას არსებული შეზღუდვის შესახებ ატყობინებენ.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან