ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკო.
,,ვულოცავ იმერეთს და მთელს საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ის, რისი ფასიც ყველაზე კარგად ვიცით ქართველებმა, ის რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ჩვენი თაობები და სწირავდნენ თავს. ეს ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს და სწორედ ასეთი განწყობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობა და იმ ერთიანი მიზნისკენ სწრაფვა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და წარმატება,“ - ზვიად შალამბერიძე.
ღონისძიების ფარგლებში ფალიაშვილის ქუჩაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებული სპეც. ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
ცენტრალურ ბულვარში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მისულ სტუმრებს შემეცნებით-გასართობი აქტივობები შეთავაზა. სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში დაინტერესებული პირები ეცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში მდებარე ყველასათვის საყვარელი პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, თეთრა მღვიმეს შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იყო უნიკალური დაცული ტერიტორიების სივრცეები, სადაც მსურველებს ქონდათ საშუალება ვირტუალურად ემოგზაურათ.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.
ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იყო ,,საქართველოს ფოსტის“ სტენდი. ასევე, დღის მანძილზე მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
საზეიმო ღონისძიებები თემურ თათარაშვილის, რუსა მორჩილაძის და ჯგუფის „ოჩოს ქოხი” კონცერტით დასრულდება.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"