იოსებ ხახალეიშვილი და ზვიად შალამბერიძე ისრაელის ელჩს საქართველოში შეხვდნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდნენ.
ებრაელი დიპლომატი ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან მანამდე შეხვედრები გამართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ისრაელის საინვესტიციო ფონდისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის ქალაქ იოკნეამისა და ქუთაისის დაძმობილების შესახებ.
„დღეს ისრაელის ელჩს ჰადას ესტერ მეიცარს შევხვდით. ქალბატონ ელჩთან ვისაუბრეთ იმ მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, რაც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ტრადიციულად არსებობს. ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გასამყარებლად, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისისა და ისრაელის ქალაქ იოკნეამის დამეგობრების თაობაზე.
ელჩი ქუთაისში დაესწრება ივლისის თვეში დაგეგმილ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატის თამაშებს, სადაც ისრაელის გუნდი სამი თამაშს გამართავს. ჩემპიონატის მსვლელობისას საშუალება გვექნება ისრაელიდან ჩამოსულ სპორტსმენებს ქუთაისი უფრო კარგად გავაცნოთ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან