ამ გვერდის ამობედვა

დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ბულვარში სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა

დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ბულვარში სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, რაც უკვე მესამე წელია, ქუთაისის ტრადიციაა.


ფონდში არსებული დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების მიერ მოეწყო სამახსოვრო სუვენირების, პოლიმერული თიხის ნაკეთობების გამოფენა, ჩატარდა მასტერკლასი. სტუმრებმა ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან ერთად, დააგემოვნეს ბენეფიციარების მიერ მომზადებული ორცხობილები აფხაზეთის თემატიკის მოხატული მინანქრით.

 

355583774 3808264832793514 2309094226835322510 n


აქციაზე ქალთა ფონდ „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რექტორს შალვა კირთაძეს, ასოცირებულ პროფესორს და მთარგმნელს ელისო ფანცხავას, ხონის და ბაღდათის თვითმმართველობის პირველ პირებს, ბატონ ალუ გამახარიას, ქეთი ცხაკაიას, წყალტუბოს #1 და #4 საჯარო სკოლებს.
გაიმართა ქუთაისის ახალგზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის პლენერი „ფერადი გზავნილები აფხაზეთს“, რომელზეც ნორჩმა მხატვრებმა ადგილზე შექმნეს კომპოზიციები.


მიუხედავად უამინდობისა, შთამბეჭდავი ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ინსცენირებები წარმოადგინეს წმ.გაბრიელის სასულიერო გიმნაზიის, აფხაზეთის #5 და #6 სკოლების მოსწავლეებმა.


აქცია „სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში“ ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ფოტოისტორიის და გაწეული საქმიანობის საილუსტრაციო პოსტერების ფონზე წარმოადგინა.

წაკითხვა 334 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2023