იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 165 მილიონი ევრო დაიხარჯება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა (Fichtner Water & Transportation GmbH) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის (ვანი, ბაღდათი, სამტრედია) წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და იგეგმება სამუშაოების შესყიდვის ტენდერის გამოცხადება.
"კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმის განვითარებისთვის“ - ასე ქვია პროექტს, რომელიც იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ღირებულება სამივე მუნიციპალიტეტში დაახლოებით 165 მილიონ ევროს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მოეწყობა წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, იმერეთის სამივე ქალაქი გარკვეულწილად უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხისხიანი წყალმომარაგებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ბაღდათის მერი კახა ენუქიძე და სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის