USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ ახალი პროექტი დაიწყო - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ ახალი პროექტი დაიწყო - „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები განახორციელებენ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ეგერია სოლუშენსი.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს მექანიზმებს საკრებულოს წევრებისთვის, რათა განახორციელონ ზედამხედველობა ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებზე და იყვნენ ანგარიშვალდებულნი თავიანთი ამომრჩევლების წინაშე. ქმედითი საკრებულო შეიძლება იყოს მექანიზმი მოქალაქეებისთვის, რომ ზედამხედველობა გაუწიონ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა.
პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, ბოლნისის, დმანისის, ზუგდიდის, თელავის, ლენტეხის, მარნეულის, მესტიის, ქუთაისი, რუსთავის, ოზურგეთის, ტყიბულისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების საზედამხედველო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის გზით.
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა, რომელიც USAID-ის მეშვეობით ხორციელდება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გზაზე არის ერთგვარი საშუალება იმისა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ახალი შესაძლებლობების გამოყენება. მუნიციპალიტეტებს საშუალება ეძლევათ, პროგრამის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები. ასევე დანერგონ ახალი აქტივობები, რომელიც ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფს დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. პროექტის საშუალებით მოხდება საკრებულოს ფუნქციების კარგად გააზრება და საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებას, რაც თავისთავად აღმასრულებელი რგოლის კონტროლს და ეფექტურ საქმიანობას გულისხმობს.
პროექტში ჩართული არიან როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მაღალი გამოცდილების მქონე სახელმწიფო და საპარლამენტო სტრუქტურებში მომუშავე ორგანიზაციები.საბოლოო ჯამში, პროექტის შედეგად გვექნება ეფექტური, მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველობა.
ირაკლი შენგელია- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან