"ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს სოფლებში, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები" - დავით გუმბარიძე
სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებს, რომ მეორე სოფელში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე ავიდა.
გუმბარიძის თქმით, სტიქიის ადგილზე ვერტმფრენის გარეშე მისი სიმაღლიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება.
„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს. სამაშველო სამსახური შეძლებისდაგვარად მუშაობს. ჩვენც ჩართული ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეების გამოყვანა ხდება იმ სახლებიდან, სადაც არ არის მეორე სართული და დაბალია პირველი სართული. გვეხმარებიან ადგილობრივი ბიჭებიც, ნავებით გამოჰყავთ მოსახლეობა. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ.
წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე. მეორე სოფელში საჭიროა ვერტმფრენის ჩართვა. ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას. როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და წუთი-წუთზე ელოდებიან“, – განაცხადა სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, დავით გუმბარიძემ.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან