ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
ქალაქის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ,საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
იოსებ ხახალეიშვილმა, აწსუ-ში 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხულ პირველკურსელებს სახსოვრად გადასცა რეზო გაბრიაძის წიგნი „ ჩემი პატარა ქალაქი“.
„ახალ სასწავლო წელს ვულოცავ ყველა სტუდენტს! ეს არის თაობა, რომელზეც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, არამედ, ისინი დღესაც ხმამაღლა ამბობენ თავიანთ სათქმელს და აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის, ქალაქის ცხოვრებაში.
განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკურსელებს- მათ, ვინც ქუთაისის უნივერსიტეტებში გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება და წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
წინ საინტერესო, მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე დღეები გაქვთ! წარმატებული იყოს თქვენთვის სტუდენტობის წლები!“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
- 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"