"ომს ვაბრუნებთ რუსეთში და ეს სრულიად სამართლიანია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ იერიში მიიტანა იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დარტყმები განხორციელდა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, კონკრეტული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

„ვაგრძელებთ თავდაცვით ოპერაციებს გარკვეულ მიმართულებებზე. ღამით უკრაინის თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართულებით, რომელიც ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჩვენ ომს რუსეთში ვაბრუნებთ და ეს სრულიად სამართლიანია“, – წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, მზადდება სხვა შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი დარტყმებიც, რაც პასუხი იქნება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვაზე.

წაკითხვა 66 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.