ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.
20 – 25 ოქტომბერს ქუთაისი მესამედ უმასპინძლებს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს. ფესტივალი ქუთაისის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით, "TBC კონცეპტისა" და “თეგეტა ჰოლდინგის” მხარდაჭერით ჩატარდება. ფესტივალს მეორე წელია მასპინძლობას გაუწევს სასტუმრო „Kutaisi Inn.“
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამას კინემატოგრაფისტებისთვის: მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს, ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა და გაიმართება ახალი ტალღის ქართველი დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები.
ფესტივალზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულები ფესტივალის მთავარ პრიზს - “ოქროს დინოზავრს“ მიიღებენ.
დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, კინოთეატრ „საქართველოში” ჩატარდება.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა