"წყალტუბოში დევნილებისთვის გადაცემული ახალაშენებული კორპუსები მძიმე მდგომარეობაშია" - DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები 2 აგვისტოს იმყოფებოდნენ ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც ადგილზე დაათვალიერეს აფხაზეთიდან დევნილთა ახალი დასახლება.
აფხაზეთიდან დევნილ 560 ოჯახს 2020-2021 წლებში ახალი ბინები გადაეცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამით იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა.
ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მთავარი წუხილი ორ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე N14 და N16 კორპუსებში მაცხოვრებლებს ჭერიდან წყალი ჩამოსდით და სარდაფები ევსებათ.
დევნილთა განცხადებით, აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის პირებს არაერთხელ მიმართეს, ამ დრომდე პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დადგენილი არაა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა, საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითა და გამოითხოვა ინფორმაცია. სააგენტოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:
დაინტერესდნენ ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში განსახლებული დევნილი მოსახლეობის პრობლემებით - შეისწავლონ საცხოვრებელი კორპუსების პრობლემების გამომწვევი მიზეზები და უახლოეს მომავალში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი